Saturday, June 11, 2016

მეცხრე დღე

   სწავლების მეცხრე დღეს წარმოვადგინეთ ჩვენ მისერ შექმნილი პროექტები, გავაკეთეთ პრეზენტაცია. ერთმანეთს გავაცანით პროექტის მიზნები, ამოცანები, პროცედურები, დაგეგმილი აქტივობები, ვიხილეთ ფოტო-მასალები.  მოსწავლის ნიმუში, გზამკვლევი, ხარაჩო, შეფასებები, თანატოლთა შეფასებები, შეფასების რუბრკები, დიფერენცირებული დავალებები. მივიღეთ რეკომენდაციები, შენიშვნები რის შემდეგაც გავაკეთეთ კორექტირება და ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე
       მარეხი მასწავლებელო დიდი მადლობა, ასეთი დამოკიდებულებისა და ღრმა ცოდნის მოცემისათვის :* 

Sunday, June 5, 2016

მეერვე დღე

გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს,შევაჯამეთ აქამდე გაკეთებული ყველა დოკუმენტი, ვიმუშავეთ საქაღალდეზე - დამხმარე, განვიხილეთ 6 7 მოდული, შევქმენით მოსწავლეებისთვის ხარაჩო და გავეცანით პრეზენტაციებს. ვისაუბრეთ როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელი მოსწავლეს როგორც ფასილიტატორი. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის შაბლონი

Saturday, June 4, 2016

მეშვიდე დღე

ვნახეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშები,მივიღეთ ერთმანეთისგან კონსულტაციები. შემდეგ ვისაუბრეთ შეფასებებზე, რა კრიტერიუმით ფასთება მოსწავლე როგორც ჯგუფში აგრეთვე ინდივიდუალურად და გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა.გავეცანით თანატოლთა შეფასების ფორმას,შევავსეთ კოლაბორაციული შეფასების სქემა

მეექვსე დღე

მუშაობა დავიწყეთ წყვლებში, გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. განვსაზღვრეთ დრო, ჯგუფები და აქტივობები. დავგეგმეთ პროექტის პროცედურები. გამოყენებული მასალის დალინკვა საავტორო უფლებებში. მოვირგეთ მოსწალის როლი და ვისაუბრეთ მის სავარაუდო პასუხებზე.

Sunday, May 29, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგი მე-5-ე დღე ყველაზე შრომატევადი და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. დასაწყისში ვიმუშავეთ წყვილებში. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და დავუტოვეთ ერთმანეთს კომენტარები. შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ დიზაინის შექმნა, პრეზანტაციის ჯერ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე ატვირთვა. სხვადასხვა საქაღალდეების შექმნა,ადილების შეცვლა, ინფორმაციის წაშლა და დამატება. სიტყვების დალინკვა კითხვები გამიჩნდა ახალ მასალასთან დაკავშირებით რაც ტრენინგის მსვლელობის დროს განვიხილეთ. მომეწონა ბლოგზე მუშაობა და საკუთარი ნაშრომის შეფასება. დიდი და გულწრფელი მადლობა მარეხი მასწავლებელს :) :*

მეოთხე დღე

რამდენიმე ინსტრუმენის შერჩევა მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად. გავეცანით და დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონის შევსება.

მესამე დღე

მესამე დღეს ვისწავლე პროექტის შინაარსის განსაზღვრა,სტანდარტის კრიტერიუმების შერჩევა, შესაბამისად მზნებისა და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება. განვხილეთ ბლუმის დაქსონომიის ცხრილი, რაც გვეხმარება პროექტის სტანდარტების სწორად შერჩევაში აგრეთვე განვიხილეთ და მოვარგეთ ჩვენს მიერ დასახელებულ პროექტებს ტრენინგის მასალებში მოცემული კითხვების ნიმუში. და ბოლოს, რაც ყველაზე საინტერესეო იყო ჩემთვის ვისაუბრეთ როგორ უნდა დავსვათ საკვანძო შეკითხვები და რაში გვეხმარება მისი სწორად შერჩევა. ჩემთვის ნაცნობი იყო პროექტის შინაარსზე მუშაობა, მისი მოკლე აღწერა და მთავარის განსაზღვრა. კითხვები გამიჩნდა ბლუმის ტაქსონომიასთან დაკავშირებით, რაც მასალის გაცნობის შემდეგ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდა ჩემთვის.